logo_geo
Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას
- +

10 აგვისტო. 2022. 19:27

 

 

10 აგვისტოს, სამსუნგ ელექტრონიკსმა ახალი თაობის, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა - Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4. გამორჩეული ფორმა, მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და განახლებული წარმადობა, Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის სმარტფონებს უნიკალურ მოწყობილობებად აქცევს.

 

„Samsung Galaxy-ის დასაკეცი მოწყობილობები აგებულია ღიაობის ფილოსოფიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად პერსონალიზირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მსოფლიო დონის პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილი ეს დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობები, ისეთ შეუდარებელ მობილურ გამოცდილებას გვთავაზობს, როგორიც დააკმაყოფილებს ჩვენი ყველაზე დინამიური მომხმარებლების საჭიროებებს“, - განაცხადა Samsung Electronics-ის მობილური გამოცდილების ბიზნესის ხელმძღვანელმა, TM Roh-მ.

 

გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ წარადგინა რამდენიმე მოწყობილობა:

 

Samsung Galaxy Z Flip4 - დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს, პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განხსვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზირებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).

 

Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი. Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

 

 

big_banner
არქივი