logo_geo
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ Bayraktar -ის ქარხანა „დაუყოვნებლივ დემილიტარიზებული იქნება“, თუ ის უკრაინაში აშენდება
- +

10 აგვისტო. 2022. 21:53

 

 

კრემლი უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხნის გახსნის წინააღმდეგია.

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა „დაუყოვნებლივ დემილიტარიზებული იქნება“, თუ ის უკრაინაში აშენდება.

 

პესკოვის განცხადებას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.

 

პესკოვის თქმით, მსგავსი ქარხნის აშენების ფაქტი „მხოლოდ გაახანგრძლივებს უკრაინელების ტანჯვას, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს იმას, რაც არის რუსეთის სპეციალური ოპერაციის მიზანი“.

 

ცნობისთვის, თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა განაცხადა, რომ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხნის უკრაინაში მშენებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება უკვე დამტკიცებულია უკრაინის მთავრობის მიერ და უმაღლეს რადაში რატიფიკაციის მოლოდინშია.

 

 

big_banner
არქივი