logo_geo
ბელარუსში „ზიაბროვკას“ აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა
- +

11 აგვისტო. 2022. 10:13

 

 

ბელარუსში „ზიაბროვკას“ აეროდრომზე აფეთქებების ხმა გაისმა. სხვადასხვა ინფორმაციით, ოთხიდან რვამდე აფეთქება მოხდა.

 

აეროდრომი უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელარუსის ქალაქ გომელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გასულ თვეს აცხადებდნენ, რომ აღნიშნული აეროდრომი რუსების კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

ბელარუსის თავდაცვის უწყება მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ აალება ტექნიკის ძრავის გამოცვლის დროს მოხდა.

 

 

 

big_banner
არქივი