logo_geo
თალიბანის ცნობილი სასულიერო პირი ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა
- +

11 აგვისტო. 2022. 18:32

 

 

თალიბანის ცნობილი სასულიერო პირი შეიხ რაჰიმულა ჰაკანი ქაბულში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქის რელიგიურ სემინარიაში მოხდა.

 

მამაკაცმა, რომელმაც ადრე ფეხი დაკარგა, პლასტმასის ხელოვნურ ფეხში ასაფეთქებელი ნივთიერება დამალა და შენობაში შესვლის შემდეგ აამოქმედა.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. მომხდარზე თალიბანმა გამოძიება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი