ცინცინატიში, შეიარაღებულმა პირმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შტაბ-ბინაში შეჭრა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს.
ინციდენტი დილის დაახლოებით 9 საათზე მოხდა, თუმცა სამართალდამცველების პასუხის შემდეგ, პირმა ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ადგილი ჰქონდა სროლას.