logo_geo
სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა მიუსაჯა
- +

11 აგვისტო. 2022. 22:24

 

 

„სასამართლომ ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა მიუსაჯა, მიზეზად რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება სახელდება“ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „იზვესტია“ ავრცელებს.

 

მოსამართლემ, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში ბრალდებულ ჟურნალისტს შინაპატიმრობა 9 ოქტომბრამდე მიუსაჯა.

 

ადვოკატის დიმიტრი ზახვატოვის განაცხადებით, ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის საჯარო გავრცელებისთვის“, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ოვსიანიკოვას ბინაც გაჩხრიკეს.

 

შეგახსენებთ, 14 მარტს, ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის ახალ ამბების პირდაპირ ეთერში, ბანერით - „არა ომს“ გამოჩნდა, რისთვისაც ის ადმინისტრაციულად დააჯარიმეს.

 

 

big_banner
არქივი