logo_geo
გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა - BBC
- +

12 აგვისტო. 2022. 00:37

 

 

გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ავარია მას შემდეგ მოხდა, როცა ერთმანეთს  ატრაქციონზე ორი მატარებელი შეეჯახა.

 

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები და სამი ვერტმფრენი, რომელთა დახმარებითაც ატრაქციონიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

 

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა მატარებელმა ძლიერად დაამუხრუჭა და მეორე მატარებელი მას დაეჯახა.

 

ამავე ცნობით, ატრაქციონი ძირითადად რვა წლიდან და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი. ექვს წლამდე ბავშვები მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად დაიშვებიან. მატარებლების სიჩქარე 29 კმ/სთ-ს აღწევს.

 

 

big_banner
არქივი