logo_geo
„The Washington Post“: ყირიმში ავიაბაზა უკრაინულმა სპეცრაზმმა ააფეთქა
- +

12 აგვისტო. 2022. 10:23

 

 

„ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო ბაზაზე მძლავრი თავდასხმა უკრაინის სპეცრაზმის დამსახურებაა“, - ამის შესახებ „The Washington Post“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება. წერს უკრაინული მედია.

 

ოფიციალურმა პირმა, რომელიც გავლენიან გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, ყირიმში ოპერაციის დეტალები არ დააკონკრეტა.

 

თავდასხმა პირველი მნიშვნელოვანი ესკალაციაა ომის თითქმის ექვსი თვის განმავლობაში და აჩვენებს უკრაინის ახალ უნარს.

 

„უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ბაზაზე სულ მცირე ცხრა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. თუ ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ ეს  იქნება რუსეთის საჰაერო ძალების ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც მათ ერთ დღეში განიცადეს. თვითმფრინავების დაკარგვა ნიშნავს, რომ მოსკოვს გაუჭირდება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, - წერს გამოცემა.

 

წყაროს თქმით, შეტევამ რუსებს აჩვენა, რომ დაუცველი არიან.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყირიმში თავს დაცულად ვერ გრძნობენ“, - ამბობს წყარო.

 

 

 

 

big_banner
არქივი