logo_geo
ISW: კრემლის გადაწყვეტილებით 64-ე მოტორიზებული ბრიგადა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის დასამალად განადგურდა
- +

12 აგვისტო. 2022. 12:57

 

 

რუსეთის ფედერაციის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის 64-ე ცალკეული გვარდიული მოტომსროლელი ბრიგადა, სავარაუდოდ, კრემლის გადაწყვეტილებით განადგურდა. სწორედ ამ ბრიგადის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ კიევის რეგიონში მომხდარ სისასტიკეში, - ამის  შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

 

ამასთან, რუსი ჯარისკაცების ოჯახებს არ აქვთ წვდომა სრულ ინფორმაციაზე, სამხედროებს არ აქვთ სათანადო კვება და სამედიცინო დახმარება. ზოგიერთი ცნობით, რუსმა მეთაურებმა ჯარისკაცებს უბრძანეს, შეტევაზე აღჭურვილობის გარეშე წასულიყვნენ და ჯარისკაცების ახლობლებს არ უთხრეს მათი დაღუპვის შესახებ.

 

ანალიტიკოსების თქმით, ასევე, არის პრეტენზიები ოკუპირებული ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მცხოვრებლებისგან, რომლებიც რუსებს ადანაშაულებენ ძარცვაში, შეჭრაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სროლაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი