logo_geo
ენტონი ბლინკენმა რუანდის პრეზიდენტს ფილმ „სასტუმრო რუანდის“ გმირის, პოლ რუსესაბაგინას გათავისუფლებისკენ მოუწოდა
- +

12 აგვისტო. 2022. 15:08

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუანდის პრეზიდენტ პოლ კაგამეს ფილმ „სასტუმრო რუანდის“ გმირის, პოლ რუსესაბაგინას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

 

პატიმრობაში მყოფმა რუსესაბაგინამ 1994 წლის გენოციდის დროს, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიფარა. ფილმი „სასტუმრო რუანდა“ სწორედ რუსესაბაგინას ისტორიას ასახავს.

 

67 წლის პოლ რუსესაბაგინას, გასული წლის სექტემბერში, 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ტერორიზმის ბრალდებით რვა საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია რუანდის პრეზიდენტის, პოლ კაგამეს მოწინააღმდეგე ორგანიზაციასთან. რუსესაბაგინა კაგამეს აქტიური კრიტიკოსია.

 

მიმდინარე წლის მაისში აშშ-მა დაადგინა, რომ პოლ რუსესაბაგინა უკანონოდ არის დაკავებული. ის ბელგიის მოქალაქეა და აქვს აშშ-ის მწვანე ბარათი. რუანდის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსესაბაგინა კანონიერად არის გასამართლებული.

 

 

 

big_banner
არქივი