logo_geo
აშშ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო-სადესანტო დივიზიას: „მყვირალა არწივები“ აგზავნის - რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში 2400 ჯარისკაცი განთავსდება
- +

12 აგვისტო. 2022. 20:28

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება გადაწყვიტა. ამ რეგიონებში საჰაერო სადესანტო დივიზია გაიგზავნება, რომელიც ცნობილია როგორც "მყვირალა არწივები".

 

ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების მისია „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

 

რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიგზავნება 101-ე საჰაერო- სადესანტო დივიზიის 2400 ჯარისკაცი.

 

80 წლის შემდეგ ევროპაში ბრუნდება საჰაერო-სადესანტო დივიზია, რომელიც ცნობილია, როგორც „მყვირალა არწივები“. ეს ხდება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, ჩვენი მოკავშირეების დასამშვიდებლად და ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი