logo_geo
მონტენეგროში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა
- +

12 აგვისტო. 2022. 21:46

 

 

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

წინასწარი მონაცემებით, სროლა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, 34 წლის ვუჩკო ბორილოვიჩმა თავისი ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი თავისივე სახლთან, გამვლელებს დაუწყო სროლა. მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.

 

მსროლელი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაჭრილებთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

 

 

big_banner
არქივი