logo_geo
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: სალმან რუშდი ცოცხალია, ის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადაყვანილი
- +

13 აგვისტო. 2022. 00:11

 

 

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, კეიტი ჰოქულის განცხადებით, ჩაუტოკას ინსტიტუტში ლექციის დროს დაჭრილი ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი ცოცხალია და ის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

 

მისივე ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ლექციის მოდერატორი.

 

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს ყელის არეშე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია, 75 წლის მწერალი საკაცით შენობიდან გაიყვანეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი