logo_geo
WSJ: ჩინეთის პრეზიდენტი ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს
- +

13 აგვისტო. 2022. 01:40

 

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გეგმავს, პირადად შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ნოემბერში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობის დროს, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal ჩინეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

 

„მომზადების პროცესში ჩართულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის ლიდერი, სავარაუდოდ, ჯერ პარტიის კონგრესს გამართავს და შემდეგ დაესწრება G20-ის სამიტს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს.

 

იქიდან, სი ძინპინი, სავარაუდოდ, გაემგზავრება ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

 

ჩინეთის ლიდერის მოგზაურობის მომზადება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და პროგრამამ შესაძლოა ცვლილებები განიცადოს, მაგრამ ამ დროისთვის, მისი და ბაიდენის შეხვედრა ორი სამიტის ფარგლებშია შესაძლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი