logo_geo
იაპონიაში ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
- +

13 აგვისტო. 2022. 10:09

 

 

იაპონიაში, სიძუოკას პრეფექტურაში ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციის მოთხოვნა საფრთხის მეოთხე დონეს შეესაბამება. ასეთ დროს რეკომენდებულია უსაფრთხო ადგილას გადასვლა, სანამ ჯერ კიდევ ევაკუაცია შესაძლებელია. მეხუთე, ყველაზე მაღალი დონე გულისხმობს რეალური საფრთხის გამო სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობას.

ტაიფუნი „მეარის“ იაპონიისგან სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა. იაპონიის სანაპიროს ის სავარაუდოდ დღეს საღამოს მიაღწევს.

big_banner
არქივი