უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაზის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზს“ დაავალა, ოქტომბრამდე, ბუნებრივი აირის რეზერვები შექმნას. კომპანიას ევალება, მარაგი შიდა წარმოების გაზითაც შეავსოს, - ამის შესახებ უკრაინული მედია მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე დაყრდნობით წერს.
„დოკუმენტს ცვლილება შეაქვს კომპანიის მფლობელობის პოლიტიკაში. მან უნდა უზრუნველყოს 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ხელმისაწვდომობა მიწისქვეშა საწყობებში, „მათ შორის, უკრაინაში წარმოებული ბუნებრივი აირის შეძენით“, - წერს Ukrinform-ი.
8 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის მიწისქვეშა გაზის საწყობებში დაახლოებით 12,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია.
„ნაფტოგაზი“ უკრაინის ნავთობისა და გაზის უდიდესი კომპანიაა, რომელიც უკრაინის მთავრობას ექვემდებარება.