logo_geo
ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს
- +

13 აგვისტო. 2022. 21:19

 

 

ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს უერთდება.

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ლიეტუვა აფასებს ესტონეთისა და ლატვიის გადაწყვეტილებას.

 

„პასუხისმგებელი ინსტიტუტების პირველადი შეფასებით, ესტონეთისა და ლატვიის გადაწყვეტილებები არსებითად ძალიან ჰგავს ლიტვაში ამჟამად მოქმედ შეზღუდვებს. ლიტვა მუდმივად მხარს უჭერს სანქციებს აგრესიული სახელმწიფოების წინააღმდეგ და იკავებს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი გამოიყენება ევროკავშირის დონეზე“, - განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ჩეხეთი და ესტონეთი მხარს უჭერენ. გარდა ამისა, ლატვიამ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა.

 

 

big_banner
არქივი