logo_geo
„ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია“ - ჰაუბიცები Zuzana სლოვაკეთიდან უკრაინაში ჩავიდა
- +

13 აგვისტო. 2022. 23:28

 

 

სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ჰაუბიცები უკვე უკრაინელი სამხედროების განკარგულებაშია.

 

„სლოვაკეთი ეხმარება უკრაინას, რომ დაიცვას უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლე! სიამოვნებით ვადასტურებთ, რომ პირველი 4 ზუზანა ჰაუბიცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია, რომლებიც მზად არიან განლაგდნენ თავდაცვისთვის რუსი აგრესორებისგან წინააღმდეგ“, - წერს ნაგი.

 

 

big_banner
არქივი