logo_geo
იერუსალიმში, რამდენიმე ადგილას, სროლა იყო - არიან დაშავებულები
- +

14 აგვისტო. 2022. 10:19

 

ისრაელში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ იერუსალიმის ცალკეულ ადგილებში ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ BBC ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირების ძებნა დაიწყეს, რომლებიც თავდასხმის შემდეგ გაიქცნენ. პოლიციის სპიკერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც სავარაუდო ტერაქტი.

სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებულთაგანრამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაშავებულია 6 კაცი და 1 ქალი. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ პოლიცია სულ მცირე ორ ეჭვმიტანილს ეძებს.

big_banner
არქივი