logo_geo
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 172-ე დღე
- +

14 აგვისტო. 2022. 12:24

 

ომის 172-ე დღე. საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა კრამატორსკი. სარაკეტო დარტყმებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინტენსიურად იბომბება სუმის, ხარკოვის, მოკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონებიც.

პარალელურად საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ოკუპანტებს სამხედრო რესურსების ძირითადი ნაწილი დონბასის არაოკუპირებული ნაწილისკენ აქვთ მიმართული. სამხრეთის ფრონტზე კი წინსვლას ვერ ახერხებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან. საგანგაშოა ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც რუსული ძალები მარტის თვიდან აკონტროლებენ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვები გახშირდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთი ზაპოროჟიეში მოწყობილი პროვოკაციებით თავისუფალი სამყაროს დაშანტაჟებას ცდილობს.

big_banner
არქივი