logo_geo
სალმან რუშდი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს, მწერალს ლაპარაკი შეუძლია
- +

14 აგვისტო. 2022. 18:51

 

 

ექიმებმა 75 წლის მწერალი სალმან რუშდი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუშდი ლაპარაკობს და ხუმრობს. ამას მისი აგენტი, ენდრიუ უაილიც ადასტურებს. მისივე თქმით, მწერლის გამოჯანმრთელება ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება.

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, რუშდი დაჭრილია ღვიძლში, მას დაზიანებული აქვს ნერვები ხელსა და თვალში. შესაძლოა მწერალმა ტრავმირებული თვალი დაკარგოს.

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარიდაესხა თავს. ის დაკავებულია, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

big_banner
არქივი