logo_geo
ტრამპის სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ, FBI-მ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მუქარის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს
- +

15 აგვისტო. 2022. 12:53

 

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული რეიდის შემდეგ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მუქარის გაზრდის შესახებ იუწყებიან.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) სამართალდამცავ ორგანოებს მუქარის შემთხვევების გაზრდის შესახებ ბიულეტენი გაუგზავნა.

როგორც ტელეკომპანია CBS-ი იუწყება, ბიულეტენში ნათქვამია, რომ FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ორდერის აღსრულების შემდეგ, FBI-მ და DHS-მა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების და, უფრო მცირე მასშტაბით, სხვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სამთავრობო პირების მიმართ მუქარის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს.

ბიულეტენში ასევე აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს ისეთი მუქარები, როგორიცაა „ე.წ. ბინძური ბომბის განთავსება FBI-ის შტაბ-ბინის წინ და ზოგადი მოწოდებები სამოქალაქო ომისა და შეიარაღებული აჯანყების შესახებ, ასევე მუქარა და მოწოდება სასამართლო, სამართალდამცავი და სამთავრობო პირების მკვლელობის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ მუქარის დიდი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ვრცელდება.

big_banner
არქივი