logo_geo
რუსეთი უკრაინას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს
- +

15 აგვისტო. 2022. 20:07

 

 

რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ენერგოდარის მასიური დაბომბვის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რამდენიმე აფეთქება მოხდა.

 

„15 აგვისტოს, დნეპრის მოპირდაპირე მხრიდან ცეცხლი კვლავ გაუხსნეს მოსახლეობას და ქალაქ ენერგოდარის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ერთ საათზე მეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერორისტები მასიურ დაბომბვას ახორციელებენ“, - აღნიშნულია ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს „ადმინისტრაციაში“ დანიშნული პირების განცხადებაში.

 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის მხრიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შესახებ აქამდე რამდენჯერმე განაცხადა, თუმცა უკრაინული მხარე ბრალდებებს უარყოფს აცხადებს, რომ მოსკოვი ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ადგილზე თავად ქმნის.

 

 

big_banner
არქივი