logo_geo
გაერო: მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ავღანეთში ქალებისა და ბავშვების მძიმე მდგომარეობა
- +

15 აგვისტო. 2022. 20:44

 

 

მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ავღანეთში ქალებისა და ბავშვების მძიმე მდგომარეობა. ამის შესახებ გაერო აცხადებს ერთი წლის შემდეგ,რაც „თალიბანმა“ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო

 

გაერო ამბობს, რომ მსოფლიო "მრავალჯერადი კრიზისის" წინაშე დგას, მაგრამ ავღანეთი რჩება "ღრმა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში".

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი აცხადებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს არ აქვს საკმარისი საკვები.

 

„როდესაც ქალებისა და გოგონების ძირითად უფლებებს უარყოფენ, ჩვენ ყველანი ვპატარავდებით“, - დასძენს ის და გმობს ქალთა განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის „განუწყვეტ ეროზიას“.

 

 

big_banner
არქივი