logo_geo
ფინეთის პრემიერი: არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს
- +

15 აგვისტო. 2022. 22:40

 

 

არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა პოტენციური შენგენის ან ევროკავშირის სავიზო აკრძალვა განიხილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

 

მისი თქმით, მას ესმის „იმედგაცრუება, რაც ახლა ევროპაში აქვთ რუსების მოგზაურობის გამო, თითქოს არაფერი მომხდარა“.

 

„ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი.

 

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო სანქციების დაწესება „მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ომზე, უამრავ ოლიგარქზე და მათზე, ვინც ფინანსურად და ეკონომიკურად სარგებლობს პუტინის რეჟიმისგან, და ჩვენ ასე გავაგრძელებთ“.

 

ამასთან, ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერებმა „ასევე უნდა გაიგონ, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს და „ყველა გადაწყვეტილებამ, რომელსაც „ჩვენ ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“.

 

 

big_banner
არქივი