logo_geo
რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
- +

16 აგვისტო. 2022. 10:17

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესია გრძელდება. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, სამხრეთის მიმართულებით 23 ოკუპანტი, მტრის ორი საყრდენი პუნქტი, იარაღი და აღჭურვილობა გაანადგურეს.

მათივე მონაცემებით, საოკუპაციო ძალები აქტიურ საბროლო მოქმედებებს აწარმოებენ ოკუპირებული თავდაცვის ხაზის გასწვრივ. ისევ იბომბება ხარკოვი, ველიკაია კოსტრომკა და მიკოლაევი. დასახლებული პუნქტების მიმართულებით რუსული არმია „ურაგანისა“ და „გრადის“რაკეტებს იყენებს.

საგანგაშოა ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. სატელიტით გადაღებულ კადრებზე ობიექტის გარშემო ტერიტორიაზე ჩანს ბომბების კვალი. იქ შექმნილი ვითარება ვოლოდიმირ ზელენსკის ღამის ვიდეომიმართვის მთავარი გზავნილი იყო.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგირზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ევროპას და მეზობელ ქვეყნებსაც ემუქრება.

რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო. ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. ქარხნის საფარქვეშ ოკუპანტები ბომბავენ ახლომდებარე ქალაქებსა და თემებს. რუსული ძალები საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ობიექტებში მალავენ. ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება იქცეს დარტყმად ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსა და უფრო შორს მდებარე რეგიონებისთვის. ყველაფერი მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. ეს საკითხი უკვე დგას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე – გაეროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. ცხადია, რუსული ბირთვული შანტაჟი სახელმწიფოთა შორისაც განიხილება. მაგრამ განხილვიდან და მოწოდებებიდან ახალ, მკაცრ სანქციებზე გადასვლის დროა „როსატომისა“ და ტერორისტი სახელმწიფოს მთელი ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ. ყველა რუსული ძალა დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

big_banner
არქივი