logo_geo
ახალ ზელანდიაში, აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს
- +

16 აგვისტო. 2022. 15:06

ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, - ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მედიის ცნობით, ჩემოდნები კონტეინერში ინახებოდა და მისი მფლობელი, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახი გახდა.

მეზობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილზე მიტანილი კონტეინერიდან საშინელი სუნი იგრძნეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ოჯახს, რომელმაც ჩემოდნები შეიძინა, მომხდართან არაფერი აკავშირებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

big_banner
არქივი