logo_geo
ესტონეთში, ომთან დაკავშირებული საბჭოთა მონუმენტების აღება დაიწყეს
- +

16 აგვისტო. 2022. 16:59

"ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საბჭოთა პერიოდში, ომის თემაზე შექმნილი მონუმენტები საზოგადოებრივი ადგილებიდან აიღოს," - ამის შესახებ BBC წერს.

რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ნარვაში დადგმული T-34 ტანკი უკვე ესტონეთის ომის მუზეუმში გადაიტანეს. ნარვა ესტონეთის სიდიდით მესამე ქალაქია, სადაც 60 000 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის 97% რუსულად საუბრობს.

გასულ კვირას რუსეთმა ესტონეთის გეგმების გამო აღშფოთება გამოთქვა.

„ომი ისტორიის წინააღმდეგ, მით უფრო, საერთო ისტორიის წინააღმდეგ, და ძეგლების განადგურება მათთვის, ვინც ევროპა ფაშიზმს გადაარჩინეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა პუტინის სპიკერმა.

big_banner
არქივი