logo_geo
ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

17 აგვისტო. 2022. 01:49

 

 

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ორშაბათს ჩატარებულმა რუტინულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა იმავე საღამოს პირველ ლედის გაციების მსგავსი სიმპტომების გამოვლინება დაეწყო, რის შემდეგაც ჯერ სწრაფი ტესტირება, შემდეგ კი პისიარ ტესტირება ჩაუტარდა. ამ უკანასკნელმა ორგანიზმში „კოვიდ-19“-ის ვირუსის არსებობა დაადასტურა.

 

ჯილ ბაიდენი ორჯერ არის ვაქცინირებული და ორჯერ აქვს ე.წ. ბუსტერ დოზა მიღებული. ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

 

 

big_banner
არქივი