logo_geo
უკრაინული მხარე: პუტინი ტრაბახობს რუსული „ულტრათანამედროვე“ იარაღით, თუმცა სინამდვილეში ისინი ყველაზე არაეფექტური და მოძველებულია
- +

17 აგვისტო. 2022. 21:39

 

 

„რუსეთი ამჟამად მასპინძლობს სამხედრო-ტექნიკურ ფორუმს „არმია-22-ს“, სადაც წარმოდგენილია, სავარაუდოდ რუსული  იარაღი, მაგრამ სინამდვილეში, იარაღი მოძველებულია და არაეფექტურია“, - ამის შესახებ უკრაინული მედია სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ამავე ინფორმაციით, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არ აწარმოებს ფუნდამენტურად იარაღს, რადგან საბჭოთა დროინდელს რუსეთში ჯერ კიდევ ეფექტურად მიიჩნევენ.

 

„გარდა ამისა, რუსეთში იარაღის წარმოება დამოკიდებულია დასავლურ ელექტრონიკაზე და უკრაინის საწარმოებზე. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების და სამხედრო აგრესიის გამო რუსებს მათზე წვდომა არ აქვთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კოლაფსშია, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის სხვა სექტორები - საწარმოები უმოქმედოდ არიან, მუშები სამუშაოს გარეშე რჩებიან.

 

 

big_banner
არქივი