logo_geo
რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს კომპანიები ევროპულის ფასად ყიდდნენ - კონკურენციის სააგენტო
- +

18 აგვისტო. 2022. 00:17

 

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა.

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით, კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც.

 

ავტოგასამართ სადგურებზე ხელმისაწვდომია 3 სახეობის ბენზინი და 2 სახეობის დიზელი. ამასთან, დიზელი და ბენზინის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია პრაქტიკულად ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.

 

ანგარიშის თანახმად, საცალო ფასებს 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში ზრდის ტენდენცია ჰქონდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი) ხოლო ივლისში შემცირდა 7-8 ცენტით, რაც შეეხება საქართველოს, ივლისში ფასი 11 ცენტით გაიზარდა.

 

საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%.

 

რაც შეეხება საწვავის იმპორტის დინამიკას მომწოდებელი ქვეყნების მიხედვით - ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის პროცენტული წილი.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ  რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე.

 

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები - დღგ და აქციზი.

 

 

 

big_banner
არქივი