logo_geo
ოლექსი დანილოვი: დღეს გვაქვს შანსი, წელში გადავტეხოთ რუსული „კოლოსი თიხის ფეხებით“, უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება
- +

18 აგვისტო. 2022. 22:17

 

 

უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება. კრემლთან ნებისმიერი კომპრომისი ომს მომავლისთვის გადადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Twitter-ზე დაწერა.

 

„საკითხთან დაკავშირებით, რამდენად არის უკრაინის მიზანი საზღვრების აღდგენა? მხოლოდ სრული დეოკუპაცია 1991 წლის საზღვრამდე. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი კრემლთან არის მომავლისთვის გადადებული ომი. ზუსტად დღეს გვაქვს შანსი, წელში გადავტეხოთ რუსული „კოლოსი თიხის ფეხებით“.

 

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების სრული გაყვანის შემთხვევაში.

 

 

big_banner
არქივი