logo_geo
გარდაიცვალა ზბიგნევ ბზეჟინსკი
- +

28 მაისი. 2017. 18:06



პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და „ქორისებური სტრატეეგის" თეორიტიკოსი ზბიგნევ ბზეჟინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ბზეჟინსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა მიკა ბზეჟინსკიმ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაადასტურა.


„წუხელ მამა გარდაიცვალა. მეგობრები მას იცნობდნენ, როგორც დიდ ზბიგს, მისი შვილიშვილები როგორც მთავარს, ცოლისთვის კი ის მოსიყვარულე ქმარი იყო. მე ვიცნობდი მას, როგორც ყველაზე შთამაგონებელ, მოსიყვარულე და თავგადადებულ მამას, რომელზეც ნებისმიერი გოგო იოცნებებდა", - წერს მიკა ბზეჟინსკი.


ბზეჟინსკი 1928 წლის 28 მარტს ვარშავაში დაიბადა. პოლონელი დიპლომატის შვილი რუსეთით კანადაში დაინტერესდა, სადაც მამის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ ოჯახი ქალაქგარეთ დასახლდა. იქვე, მეზობელი ფერმერისგან სწავლობდა ახალგაზრდა ბზეჟინსკი რუსულს, რამაც მისი სამომავლო კარიერა განსაზღვრა.


ბზეჟინსკიმ განათლება კანადასა და შერთებულ შტატებში მიიღო. მისი პოლიტიკური კარიერა მაკგილის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ის პოლიტიკასა და ეკონომიკას სწავლობდა. მოგვიანებით, მან დოქტორის ხარისხი ჰარვარდში დაიცვა.


ბზეჟინსკიმ მალევე სახელი გაითქვა, როგორც კომუნიზმის ექსპერტმა. 1960 წელს ის ჯონ კენედის მრჩეველი გახლდათ, მოგვიანებით კი ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 1976 წელს ბზეჟინსკი პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი გახდა.


ბზეჟინსკიმ მნიშნელოვანი კვალი დაატყო როგორც ამერიკის საგარეო პოლიტიკას, ასევე გლობალურ პოლიტიკას. თანამდებობის დატოვების შემდეგ თავის ესეებში, ინტერვიუებსა თუ სატელევიზიო გამოსვლებში ის თვალს ადევნებდა და აფასებდა ამერიკის ექვსი ადმინისტრაციის პოლიტიკას, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევნებს.


 

 

 

big_banner
არქივი