logo_geo
გერმანიის ფინანსთა მინისტრი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეა არასწორი და აბსურდულია
- +

19 აგვისტო. 2022. 23:50

 

 

 

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა  კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს და ემიჯნება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის, ვოლფგანგ კუბინოვის განცხადებას,  Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნის შესახებ.

 

„გერმანიის ვიცე-სპიკერის ვოლფგანგ კუბიკის მოთხოვნა არასწორი და აბსურდულია“, - აცხადებს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.

 

გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება, ასევე, უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც.

 

მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

 

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა კუბინკოვმა მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა.

 

 

big_banner
არქივი