logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკოს გადაწყვეტილება სიბრიყვეა...
- +

28 მაისი. 2017. 21:10



ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მხრიდან რუსული სოციალური ქსელების დაბლოკვის საკითხს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პოროშენკოს გადაწყვეტილებას არაადამიანური საქციელი, უკრაინელების უგულვებელყოფა და სიბრიყვე უწოდა, რომელიც მავნებლობაში იზრდება.


„პოროშენკოს გადაწყვეტილება „ვკონტაქტეს", "ოდნოკლასნიკის" და "მაილ.რუ"-ს დაბლოკვის შესახებ თავისთავად სადავოა. მეთოდები, რომლის საშუალებითაც ეს განხორციელდა, უდაოდ არაადამიანური და საკუთარი თანამოქალაქეების უგულვებელყოფაა. მილიონობით ადამიანმა დაკარგა წვდომა თავის კონტაქტებთან, საოჯახო ფოტოებთან და ვიდეო არქივებთან. თუ ადამიანს არ შეუძლია ნახოს თავისი საოჯახო ფოტოები - ესაა მტრული პროპაგანდისგან დაცვა? ჩემი აზრით, ეს სიბრიყვეა, რომელიც მავნებლობაშია გადაზრდილი", - წერს სააკაშვილი.


 

 

 

big_banner
არქივი