logo_geo
კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი დასახელდა
- +

29 მაისი. 2017. 00:23



2017 წლის კანის 70-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი „წლის საუკეთესო ფილმის" წოდება შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის „კვადრატს" მიენიჭა და ოქროს პალმის რტოს მფლობელიც გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კლას ბანგი, ელიზაბეტ მოსი, დომინიკ უესტი და ტერი ნოტარი.


საუკეთესო რეჟისორად სოფია კოპოლა დასახელდა ფილმისთვის „თვალახვეული" (The Beguiled).


ლინ რემსის ფილმში „შენ აქ არასდროს ყოფილხარ" შესრულებული როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი გახდა.


საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული დაიანა კრიუგერს გადაეცა ფილმში „In the Fade" („ჭკნობა") შესრულებული როლისათვის.


ჟიურის ხელმძღვანელი პედრო ალმოდოვარი იყო. მასთა ერთად ფილმებს აფასებდნენ - უილ სმიტი, პაოლო სორენტინო, ჯესიკა ჩესტეინი, ანდრეს ჟაუი, პარკს ჩან-უკი, ფან ბინგბინგი, გაბრიელ იარედი და მარენ ადე.


ფილმების შემფასებელთა მხარეს მოხვდა მსახიობი უმა თურმანიც, რომელიც წელს ერთ-ერთი არასაკონკურსო სექციის ჟიურის თავმჯდომარე იყო.


2017 წლის კანის კინოფესტივალი, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 17-დან 28 მაისამდე ტარდებოდა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი