logo_geo
ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ საუკეთესო საზღვაო კურორტები დასახელდა
- +

29 მაისი. 2017. 01:03



ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ დაასახელა ქვეყნები, სადაც საზღვაო კურორტების მხრივ, საბანაოდ ყველაზე სუფთა წყალია.


სააგენტომ შეისწავლა შვეიცარიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ალბანეთში მდებარე ის ტბები, მდინარეები და ზღვები, რომელთა სანაპიროებზეც, ოფიციალური უწყებების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ე.წ. პლაჟი მდებარეობს. ჯამში 21 ათასამდე სანაპირო ზოლი შემოწმდა.


კვლევის მიხედვით, საბანაოდ ყველაზე სუფთა წყალი ლუქსემბურგში აღმოჩნდა, აქ წყლის სისუფთავე 100%-ით შეფასდა.


მეორე ადგილი, სადაც წყლის სისუფთავე 99%-ად შეფასდა, ხუთმა ქვეყანამ გაიყო. ესენია: კვიპროსი, მალტა, ავსტრია და საბერძნეთი.


ევროპის დანარჩენ ტერიტორიებზე წყლის სისუფთავის 85%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა.


კვლევისას აღმოჩნდა, რომ წყლის სისუფთავის მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ალბანეთშია, სადაც 37%-ად შეფასდა საბანაოდ მიჩნეულ სანაპირო ზოლებზე არსებული წყლის ხარისხი.


ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, საშუალოდ, წყლის სისუფთავე 85-იდან 95%-მდე უნდა იყოს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი