logo_geo
ვალერი ზალუჟნი: ყირიმის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმებს უკრაინა ახორციელებდა
- +

7 სექტემბერი. 2022. 21:57

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, ყირიმის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმებს უკრაინა ახორციელებდა. ამის შესახებ ზალუჟნიმ უმაღლესი რადას დეპუტატ მიხეილ ზაბროდსკისთან ერთად, სააგენტო „უკრინფორმზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.

 

ვალერი ზალუჟნიმ აგრესორ ქვეყანასთან ომის თავის ხედვასა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ განვითარდება ომი 2023 წლის განმავლობაში.

 

უფრო კონკრეტულად კი, ზალუჟნი და ზაბროდსკი საუბრობენ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, რომ რუსებმა ეს ომი არ აღიქვან, როგორც „რაღაც დისტანციური“.

 

„ამ მიდგომის სისწორის დამაჯერებელი მაგალითია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების ფიზიკურად გადატანაზე.  საუბარია ყირიმში მდებარე მტრის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების სერიაზე, პირველ რიგში, საკის აეროდრომზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი