logo_geo
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელები ხერსონის რაიონში წინ მიიწევენ
- +

8 სექტემბერი. 2022. 11:10

 

 

ხერსონის რაიონში უკრაინული ბრიგადები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარიევკაში სამხედრო პონტონური ხიდი გაანადგურეს, რომელიც რუსულმა ძალებმა მას შემდეგ განალაგეს, რაც ახლომდებარე საგზაო ხიდი ძლიერ დაზიანდა.

 

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დარიევკას გადასასვლელი არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი რუსეთის სამხედრო ყოფნის ჩრდილოეთ და სამხრეთ სექტორებს შორის მდინარე დნეპრის დასავლეთით.

 

„უკრაინის სისტემატური მიზანმიმართული დარტყმები დაუცველ გადასასვლელ პუნქტებზე აგრძელებს ზეწოლას რუსულ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ შეაკავონ უკრაინის თავდასხმები. ანელებენ მათ შესაძლებლობას, განათავსონ ოპერატიული რეზერვები და აღჭურვილობის მიწოდება აღმოსავლეთიდან“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი