logo_geo
ელისაბედ მეორე სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება
- +

8 სექტემბერი. 2022. 16:43

 

 

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

 

„ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, 96 წლის დედოფალი თავს კომფორტულად გრძნობს და ბალმორალში იმყოფება.

 

როგორც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებული იქნება აღნიშნული ამბის გამო.

 

 

big_banner
არქივი