logo_geo
უკრაინულმა ძალებმა ბალაკლია აიღეს
- +

8 სექტემბერი. 2022. 18:38

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლია აიღეს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხები იუწყებიან.

 

ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ბალაკლიას ცენტრში მდებარე ადმინისტარციულ შენობაზე აღმართული უკრაინული დროშა ჩანს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ კუპიანსკისკენ მიიწევენ, რომელიც უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია.

 

უკრაინული ძალების შეტევა ხარკოვის ოლქში 6 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ოკუპირებულ ქალაქ იზიუმში რუსების დაჯგუფების ალყაში მოქცევას ცდილობენ.

 

 

big_banner
არქივი