logo_geo
ლიზ ტრასი: ახალ ეპოქას ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში - ღმერთო, დაიფარე მეფე
- +

8 სექტემბერი. 2022. 22:46

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს.

 

„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

 

ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი ყველასთვის და დღეს დიდი დანაკარგის დღეა.

 

პირველად 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში მონარქი შეიცვალა. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე.

 

 

big_banner
არქივი