logo_geo
როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ - რას ამბობდა ელისაბედ მეორე რამდენიმე თვის წინ
- +

8 სექტემბერი. 2022. 22:46

 

 

ელისაბედ მეორემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გაამხილა, ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად. ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელისაბედ მეორის წერილი თებერვალში გამოაქვეყნა. ის მოსახლეობას მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და ამბობდა, თუ ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად.

 

„მუდამ მადლობელი ვარ იმ ერთგულებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ ავლენთ. როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ მსახურებას“, - აღნიშნულია თებერვალში გამოქვეყნებულ ელისაბედ მეორის წერილში.

 

პრინცი ჩარლზი ელისაბედ მეორის უფროსი ვაჟია, რომელმაც ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა. მის გარდა, დედოფალს კიდევ სამი შვილი ჰყავს - პრინცესა ანა, პრინცი ედვარდი და პრინცი ენდრიუ.

 

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში რიგით მეორეა ჩარლზის ვაჟი - პრინცი უილიამი. მისმა უმცროსმა ძმამ, პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობაზე უარი 2020 წელს თქვა და აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

 

 

big_banner
არქივი