logo_geo
ტრამპი ელისაბედ II-ზე: დიდებული და მშვენიერი ქალბატონი იყო - მისი მსგავსი არავინ იყო
- +

8 სექტემბერი. 2022. 23:10

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მე და მელანია ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ. ჩვენს ოჯახთან და თანამემამულე ამერიკელებთან ერთად, ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ამ დიდი მწუხარების დროს. დედოფალ ელისაბედის ისტორიულმა და ღირსშესანიშნავმა მეფობამ დიდი ბრიტანეთისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისმა ხელმძღვანელობამ და გამძლე დიპლომატიამ უზრუნველყო და გააძლიერა ალიანსები შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან. ელისაბედ II დიდებული და მშვენიერი ქალბატონი იყო. მისი მსგავსი არავინ იყო!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

big_banner
არქივი