logo_geo
ბრიტანეთის მეფე ჩარლზი III: ჩემი უსაყვარლესი დედის გარდაცვალება ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია
- +

8 სექტემბერი. 2022. 23:38

 

 

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი III დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩემი უსაყვარლესი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. ძლიერ ვგლოვობთ სანუკვარი სუვერენისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, მის დაკარგვას ღრმად შეიგრძნობენ მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში, ასევე უთვალავი ხალხი მსოფლიოში. ამ გლოვისა და ცვლილების ჟამს, ჩემს ოჯახსა და მე გვანუგეშებს და გვასულდგმულებს ცოდნა იმ პატივისცემისა და ღრმა სიყვარულისა, რომელიც დედოფალს ასე ძალიან გააჩნდა“, - ნათქვანია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი