logo_geo
რუსეთს ისეთი უნდა ვუყოთ, რომ ვერავის თავს ვეღარ დაესხას -
- +

9 სექტემბერი. 2022. 20:40

 

 

„ჩვენი ამოცანაა, რუსეთს ისეთი ვუყოთ, რომ მას მეზობლებზე თავდასხმის სურვილიც კი არ გაუჩნდეს”, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ომი მძიმე იქნება და ის უკრაინის ყველა ტერიტორიის გათავისუფლებით დასრულდება.

 

თუ რუსეთი ისეთივე დარჩება, როგორც ახლაა, მის მიერ მომდევნო ომის დაწყება - მხოლოდ დროის ამბავია. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რუსეთს ისეთი ვუყოთ, რომ მას მეზობლებზე თავდასხმის სურვილიც კი არ გაუჩნდეს. მით უმეტეს, რომ ეს იმ მეთოდით გააკეთოს, როგორც ეს ჩვენთან დაკავშირებით მოხდა“, - განაცხადა დანილოვმა.

 

უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იქ გაჩერდება, სადაც ჩვენი სახელმწიფო ინტერესები დასრულდება და ეს მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

 

 

big_banner
არქივი