logo_geo
უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
- +

9 სექტემბერი. 2022. 23:28

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა.

 

„ამჟამად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და აკონტროლებენ ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტ დასახლებას. ჩვენ თანდათან ვაკონტროლებთ ახალ დასახლებებს - ჩვენ ვაბრუნებთ უკრაინის დროშას. ჩვენი არმია, დაზვერვის სამსახური და უკრაინის უშიშროების სამსახური რამდენიმე ოპერატიულ ხაზზე აქტიურობას განაგრძობს“, - აცხადებს პრეზიდენტი.

 

ზელენსკი მოსახლეობას სთხოვს, უკრაინელ სამართალდამცველებს შეატყობინონ ნებისმიერი ინფორმაცია ოკუპანტების დანაშაულებზე.

 

 

big_banner
არქივი