logo_geo
ზელენსკი: უკრაინის დამცველებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
- +

10 სექტემბერი. 2022. 00:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

 

„ჩვენი არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რამდენიმე ოპერატიულ რაიონში. აგრძელებენ წარმატებით.

 

ამჟამად [უკრაინის] შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში გაათავისუფლეს და აკონტროლებენ 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს.

 

თანდათან ვიბრუნებთ კონტროლს ახალ დასახლებებზე - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას.

 

არ ვივიწყებთ სხვა მიმართულებებს. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში და ჩვენი ქვეყნის სამხრეთით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი