logo_geo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა სახმელეთო ძალების 80% გაგზავნა უკრაინის ომში
- +

10 სექტემბერი. 2022. 00:05

 

 

რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში თავისი სახმელეთო ჯარების 80% ჩართო, - ამის შესახებ ბრიუსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„NATO-ს მოკავშირეებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას იარაღით, საბრძოლო მასალისა და სხვა შესაძლებლობებით. რა თქმა უნდა, მათ ეს გააკეთეს ძირითადად არსებული მარაგების შემცირებით. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს არა მხოლოდ ცუდია უკრაინელებისთვის, არამედ საშიშია ყველა ჩვენგანისთვის.

 

ახლა რუსეთის სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი ჩართულია უკრაინაში ომში. ამიტომ ის, რაც იქ ხდება, მნიშვნელოვანია რუსეთის საერთო შესაძლებლობისთვის, წარმოადგენდეს რაიმე საფრთხეს NATO-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნისთვის. ასე რომ, ჩემი უპირველესი გზავნილი ალიანსის წევრებისადმი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივესალმებით (უკრაინის) უპრეცედენტო მხარდაჭერას, მოვუწოდებთ მეტი მხარდაჭერისკენ და მოვუწოდებთ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ (შეიარაღების) მარაგები, რათა მიაწოდონ უკრაინას ის, რაც მას დაუყოვნებლივ სჭირდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი