logo_geo
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომს 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
- +

10 სექტემბერი. 2022. 10:04

 

 

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს 14000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს 5767 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 8292 კი დაიჭრა. როგორც ბიგნერმა განაცხადა, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით დიდია.

 

 

 

big_banner
არქივი